ირანში შპიონაჟისთვის დაპატიმრებულმა ფრანგმა შიმშილობა დაიწყო

 

ირანში შპიონაჟისთვის დაპატიმრებულმა საფრანგთის მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო. 

36 წლის ბენჟამინ ბრიერი 18 თვის წინ დააკავეს, როდესაც ის აკრძალულ ტერიტორიაზე დრონით ფოტოებს იღებდა. 

"ბეჟამინმა 25 დეკემბერს შიმშილობა დაიწყო, რადგან მას შობას ჩვენთან დარეკვის უფლება არ მისცეს. გარდა ამისა, ის მის წინააღმდეგ არაჰუმანურ მოპყრობას აპროტესტებს." - თქვა პატიმრის დამ, ბლანდინ ბრიერმა.

დაკავებულის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულო ტურისტია და ირანში სკანდინავიიდან ავტომობილით ჩავიდა.

ირანში შპიონაჟი სიკვდილით ისჯება.

 

 

მსგავსი სიახლეები