ირანში სიკვდილით სჯიან 67 წლის გერმანელ-ირანელს
ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ჯამშიდ შარმაჰდს, 67 წლის ჟურნალისტსა და ინჟინერს.
ჯამშიდ შარმაჰდი ირანისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა.
მას ირანული სასამართლო ბრალად სდებს 2008 წელს მეჩეთზე თავდასხმას, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, და დასავლური სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობას.
შარმაჰდის ოჯახი ყველა ბრალდებას უარყოფს.
2007 წელს გამოაშკარავდა, რომ ჯამშიდ შარმაჰდი აშშ-ში ბაზირებულ ირანულ მონარქისტულ ჯგუფს, თანდარს ეხმარებოდა. ამის გამო ირანის მთავრობამ მისი მოკვლაც კი სცადა.
2020 წელს ის ირანულმა რეჟიმმა დუბაიდან მოიტაცა და ირანში წაიყვანა.
ჯამშიდ შარმაჰდი ირანში 1955 წელს დაიბადა და მოგვიანებით გერმანიაშ გადავიდა საცხოვრებლად. 1995 წლიდან ის გერმანიის მოქალაქეცაა.