სირია-ერაყის საზღვარზე თვითმფრინავმა ირანული სატვირთო მანქანების კოლონა დაბომბა

სირიისა და სხვა არაბული მედიის ცნობით, კვირას ღამით უცნობი თვითმფრინავი თავს დაესხა ირანული სატვირთო მანქანების კოლონას ალ-ქაიმის გადასასვლელზე, სირია-ერაყის საზღვარზე, სადაც ხშირია ირანული სამხედრო აქტივობები.

საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული ქსელი Al-Arabiya, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ 25-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა საზღვარი ერაყიდან სირიაში. სირიის რადიოსადგურ Sham FM-ისა და სხვა ადგილობრივი მედიის ცნობით, ექვსი სატვირთო მანქანა-მაცივარი დაიბომბა.

Al-Arabiya წერს, რომ დაუდგენელმა თვითმფრინავმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რათა სატვირთო მანქანების მძღოლებმს მანქანები დაეტოვებინათ. გამოცემის თქმით, ალ-ქაიმის გადასასვლელს, პრაქტიკულად, ირანელი სამხედროები აკონტროლებენ.

ევროპაში მცხოვრები სირიელი ექსპერტი ომარ აბუ ლეილა, რომლის საინფორმაციო ორგანიზაცია DeirEzzor24 ინარჩუნებს მკვლევარებს სირიაში, აცხადებს, რომ სატვირთო მანქანები ეკუთვნოდა ირანულ ფორმირებებს და რომ დარტყმები ასევე მიზნად ისახავდა ირანელი მეთაურების შეხვედრას აბუ-ქამალის რაიონში.

ინტერნეტში გავრცელებული გადაუმოწმებელი კადრები, ფართომასშტაბიან ხანძარს ასახავს.

როგორც წესი, ისრაელის არმია არ აკეთებს კომენტარს სირიაში კონკრეტულ დარტყმებზე, მაგრამ აღიარა, რომ ასობით გაფრენა აწარმოა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში ფეხის მოკიდებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცდილობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ოფიციალურად აცხადებს, რომ ის ასევე თავს ესხმის იარაღის გადაზიდვებს, რომლებიც ჰეზბოლასთვისაა განკუთვნილი. 

იშვიათ საჯარო კომენტარში, დეკემბერში, IDF-ის მაშინდელმა უფროსმა ავივ კოჰავიმ დაადასტურა, რომ ნოემბრის დასაწყისში, სირია-ერაყის საზღვარზე ირანული შეიარაღების გადამზიდავ კოლონაზე ავიაიერიში ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები