ირლანდიის პრემიერი: პუტინის გარდაცვალებისას რუსეთს სამძიმარს არ გამოვუცხადებთ
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა მისმა ქვეყანამ სამძიმარი გამოუცხადოს რუსეთს, როდესაც მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოკვდება.
ამ ინფორმაციას Independent ავრცელებს.
ვარადკარი კომენტარს აკეთებდა 1945 წლის მოვლენებზე, როდესაც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეიმონდ დე ვალერამ სამძიმარი გამოუცხადა გერმანიას ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების გამო.
ჟურნალისტების კითხვაზე, გამოუცხადებს თუ არა ირლანდია მსგავს სამძიმარს რუსეთს პუტინის გარდაცვალების შემთხვევაში, ვარადკარმა უპასუხა: "არა, ასე არ ვფიქრობ."
ვარადკარმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ირლანდიის დელეგაცია პუტინის დაკრძალვას დაესწროს.
"ვერ წარმომიდგენია, რომ დაკრძალვაზე ვიქნებით," - თქვა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც რუსეთმა შესვლაზე უარი უთხრა.
ირლანდია აცხადებს, რომ ის განაგრძობს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. თუმცა, ირლანდიელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ეს ეხება კონკრეტულად სამხედრო ნეიტრალიტეტს და არა პოლიტიკურს.
19 ივლისს ლეო ვარადკარი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის ბუჩას ეწვია და ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.