ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს
კიევის რეგიონის ქალაქ ირპენში რუსმა ოკუპანტებმა The New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ფეისბუქზე კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა დაწერა.
51 წლის ჟურნალისტი ბრენტ რენო მოკლეს. ნებიტოვმა პოსტს დაურთო მისი პასპორტის და პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის ფოტოები, რომელიც ჟურნალისტს თან ჰქონდა.
დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი. ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მის გაყვანას ცდილობენ.