ისრაელი აფრიკის ქვეყნებს 1 მილიონ კოვიდ-ვაქცინას გადასცემს

 

ისრაელის მთავრობამ აფრიკის ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მილიონი ვაქცინა გამოყო.

„მოხარული ვარ, რომ ისრაელი პანდემიის აღმოფხვრაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.

ვაქცინებს ისრაელი გაეროს ეგიდით მოქმედ COVAX-ის პროგრამას გადასცემს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობაზე მუშაობს

ვაქცინებს 15-მდე აფრიკული ქვეყანა მიიღებს.

ბოლო ხანებში ისრაელმა მჭიდრო კავშირი დაამყარა რამდენიმე აფრიკულ სახელმწიფოსთან, მათ შორის კენიასთან, უგანდასთან და რუანდასთან.

გასულ წელს, აშშ-ის შუამავლობით, ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სუდანთან.

მსგავსი სიახლეები