ისრაელი ამერიკისგან $3 მილიარდის ღირებულების 25 F-35-ს შეიძენს

ისრაელი Lockheed Martin-ისგან 3 მილიარდ დოლარად F-35-ის გამანადგურებლების მესამე ესკადრილიას შეიძენს. ამ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული 25 თვითმფრინავის შეძენა ისრაელის საჰაერო ძალებში F-35-ების რაოდენობას 75-მდე გაზრდის.

შეთანხმება აშშ-ის თავდაცვის დახმარების პაკეტით დაფინანსდება.

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა აშშ-ის გარდა, რომელმაც F-35 მიიღო.

2018 წლის მაისში ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა.

შეერთებული შტატები F-35-ის თვითმფრინავების გაყიდვას კიდევ ხუთ ქვეყანაში განიხილავს, მათ შორის რუმინეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და პოლონეთში.

Lockheed Martin-მა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია პირველი ოთხი F-35 2024 წელს საწვრთნელად მიიღოს.

მსგავსი სიახლეები