ისრაელი ასადის რეჟიმს დამხობით დაემუქრა, თუ სირია ომში ჩაერთვება - Times of Israel
სირიამ თავი აარიდა ღაზას ომში ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ დამასკოში ირანის საკონსულოს მახლობლად მდებარე შენობას ისრაელი დაესხა თავს, რასაც ირანის საპასუხო თავდასხმაც მოჰყვა.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობა ცდილობს ბალანსი დაიცვას რუსეთსა და ირანს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას 13 წლიან სამოქალაქო ომში და დაეხმარენ მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში.
სირია არის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის - ირანის მიერ მხარდაჭერილი ალიანსის ნაწილია, რომელმაც ოქტომბრიდან დაიწყო თავდასხმები ისრაელზე.
მაგრამ მისი სხვა მთავარი მოკავშირე რუსეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს ისრაელთან და ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილურობა სირიის სამხრეთში, რომელიც ესაზღვრება გოლანის მაღლობებს.
"ისრაელმა მკაფიოდ გააფრთხილა ასადი, რომ თუ სირიას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ისინი გაანადგურებდნენ მის რეჟიმს," - თქვა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, რადგან მას მედიასთან საუბრის უფლება არ აქვს.
ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში ირანულ ობიექტებზე იერიშების სერია იყო. 1 აპრილს მომხდარი საჰერო თავდასხმის შედეგად, დამასკოში, ირანის საკონსულოს გვერდით შენობაში დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი მეთაური, მათ შორის ორი გენერალი.
ამ დარტყმის საპასუხოდ, ირანი 13-14 აპრილს პირველად დაესხა პირდაპირ თავს ისრაელს დრონებითა და რაკეტებით.
AFP-ს ჰეზბოლასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ შეტევებმა აიძულა ირანი შეემცირებინა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა მთელს სამხრეთ სირიაში, განსაკუთრებით გოლანის მოსაზღვრე რაიონებში.