ისრაელი: ჰამასის მებრძოლების მზარდი რაოდენობა გვბარდება ტყვედ
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჰამასის უფრო მეტი მებრძოლი ბარდება ტყვედ ღაზას სექტორში.
"ჩვენი ჯარები მოქმედებენ ჰამასის სიმძიმის ცენტრებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ღაზაში ერთდროულად, ჯაბალიაში, შეჯაიაში და ხან იუნისის რაიონში," - აღნიშნა მან.
"ჩვენ სასტიკ ბრძოლებში ვართ ჩართული ჰამასის ტერორისტებთან, რომლებიც მიწისქვეშ იმალებიან. ჩვენ ვხოცავთ უამრავ ტერორისტს და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ტერორისტი ნებდება ბრძოლაში და გვბარდება," - თქვა ჰაგარიმ.
მისი თქმით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 200-ზე მეტი ეჭვმიტანილი დაატყვევა.
"ათობით მათგანი ისრაელში სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს 504-ე ქვედანაყოფს და შინ ბეთს დასაკითხად გადაეცა, მათ შორის ჰამასის მეთაურები და ნუხბას მებრძოლები." - განაცხადა ჰაგარიმ.