ისრაელი უკრაინას ჩაფხუტებს და დაცვის სხვა საშუალებებს გადასცემს
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ისრაელი უკრაინის სამაშველო სამსახურებს ჩაფხუტებს, ჟილეტებს და დაცვის სხვა საშუალებებს გადასცემს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი - 20 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრი თავის ებრაელ კოლეგას, ბენი განცს ტელეფონით ესაუბრა. ამ საუბრის შემდეგ ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინის სამაშველო სამსახურებს დაცვის სხვადასხვა საშუალებებს გადასცემდა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინული მხარის მოთხოვნის შესაბამისად მიიღეს.
როგორც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთმა შესაძლო შუამავალმა, ისრაელმა დაგმო რუსეთის აგრესია, თუმცა ამ დრომდე უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა.
რეგიონის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისრაელისთვის რუსეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სირიაში, სადაც რუსეთი საშუალებას აძლევს ისრაელის ავიაციას დაბომბოს ჰეზბოლასა და სიონისტური სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი სხვა ჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურა.
მკველვრების აზრით, სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ისრაელის შედარებით რბილი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.