ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ჰამასის დელეგაციის ბოლო ვიზიტის გამო, კვირას, რუსეთის ელჩი ისრაელში ანატოლი ვიქტოროვი დაიბარა.
ამის შესახებ Jerusalem Post წერს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, სიმონა ჰალპერინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი სერიოზულად უყურებს რუსეთის მხრიდან ჰამასის მკაფიო დაგმობის ნაკლებობას და რუსეთის ქცევას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
"ჰამასის ლიდერების მასპინძლობა, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე, მძევლების გატაცებაზე და 1400-ზე მეტი ისრაელის მოქალაქის მკვლელობაზე, არის ისრაელელების წინააღმდეგ ტერორიზმის ლეგიტიმაციის გზავნილი," - განაცხადეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.