ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღადგინა
ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღადგინა.
ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით განაცხადა.
მოგვიანებით სალივანის მიერ გავრცელებული ცნობები დაადასტურა Times of Israel-მა მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ამგვარად, ისრაელმა პირველად შეამსუბუქა ღაზის სექტორისთვის დაწესებული ბლოკადა, რომელიც ჰამასის თავდასხმის შემდეგ ამოქმედდა.
BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტის, ლიზ დუსეტის აზრით ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილს სამოქალაქო პირებისთვის უსაფრთხოების ზონად ამზადებენ.
კონტექსტი
ბოლო საათებში ისრაელში ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი - ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 1400-ზე მეტი ისრაელელი.
მსხვერპლი გაიზარდა ღაზის სექტორშიც, ბოლო მონაცემებით დაიღუპულია 2329 ადამიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა კი 1 მილიონს გადააჭარბა.