ისტორიაში პირველად სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტში, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. 

ინფორმაციას სამიტში მონაწილეობის შესახებ ადასტურებს სომხეთის მთავრობის პრესსპიკერი, ანა ბადალიანი. 

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მზად არიან დააორგანიზონ შეხვედრა სომხური და აზერბაიჯანული დელეგაციების ახალი შეხვედრა. 

28 ივნისს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმ ო' ბრაიენმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულები არიან შეხვედრაზე. 

7 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და მხარეები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხზე შეთანხებას. 

კონტექსტი 

მაისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნიკო ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას (ОДКБ), თუმცა დასძინა, რომ ვადების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

მიმდინარე წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დროებით აჩერებს ორგანიზაციაში მონაწილეობას და პარალელურად წყვეტს მის დაფინანსებას. 

პარალელურად სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ განიხილავენ ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობას. დასავლურ მედიასთან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ევროკავშირში თუნდაც 2024 წელს გაწევრიანდეს. 

მსგავსი სიახლეები