iStories: რუსეთმა უკრაინიდან 2 500 ობოლი ბავშვი გაიტაცა

უკრაინაში რუსეთის სრუმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე რუსეთმა უკრაინის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა დაწესებულებებიდან 2 500 ობოლი გაიტაცა. 

ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории-ს გამოძიებაშია ნათქვამი. მასალაში აღნიშნულია, რომ გატაცებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი დაუზუსტებელია და საუბარია დაახლოებით რაოდენობაზე. 

2022 წელს რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა ე.წ. გაშვილების რეესტრში. ჯამურად გასულ წელს რუსეთის სახელმწიფომ ბავშვთა აყვანის რეესტრში 2 450 ბავშვით მეტი დაარეგისტრირა, ვიდრე 2021 წელს. 

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია იმის გამოთვლა რამდენი იყო აქედან უკრაინელი ბავშვი, თუმცა რუსეთის 2 რეგიონში მათ დაუდასტურეს, რომ უკრაინელ ბავშვებს ნამდვილად არაგისტრირებენ შესაბამის რეესტრში. 

ჯამურად ეს რიცხვები ემთხვევა რუსეთის ფედერაციის საბავშვო ომბუცმენის, მარია ლვოვა-ბელოვას მიერ გავრცელებულ მონაცემებს. ბელოვას თქმით, "უკრაინის საშიში რაიონებიდან გამოყვანილია 1 500-დან 2 500-მდე ობოლი არასრულწლოვანი."

კონტექსტი 

ყველაზე მეტად გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა როსტოვში, მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდში. ამ ბავშვებს შორის არიან ისინიც, რომელთა მშობლებიც ომში დაიღუპნენ. 

უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს რუსეთის მთავრობა სპეციალურ საბავშვო დაწესებულებებში ანთავსებს, სადაც პერიოდულად პატრიუტული ზეიმები იმართება, ხოლო ბავშვებს სამხედრო კომუფლაჟის ბადეს აკერინებენ. 

ხშირია ბავშვების გადაყვანა რეგიონიდან რეგიონში, მათ შორის რუსეთი შორეული ჩრდილოეთის რეგიონებში.

სწორედ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე გამოსცა ჰააგის სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მისი სახალხო ომბუცმენის დაკავების ორდერი. 

მსგავსი სიახლეები