ISW: გასულ 24 საათში რუსეთის შეტევები დონბასში კვლავ წარუმატებელი იყო

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დონბასში რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის შეტევა წამოიწყო, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით საოკუპაციო ძალები უკან იხევენ, თუმცა კიევისა სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით ისინი ხარკოვის ირგლივ გარკვეული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ, რათა უკრაინელები კიდევ უფრო მეტად არ მიაწვნენ სახელმწიფო საზღვარს. 

ამგვარად, საოკუპაციო ძალები ცდილობენ არ მისცენ უკრაინელებს საშუალება სარაკეტო და საარტილერიო მისაწვდომობის რადიუსში აღმოჩნდეს ქალაქი ბელგოროდი, რომელიც რუსეთისთვის საკვანძო ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. 

ინსტიტუტის მკველვარების თქმით, რუსები შესაძლოა კონტრშეტევაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ამგვარი წამოწყება ჩანასახშივე განწირული იქნება. 

დოკუმენტში საუბარია რუს სამხედრო ბლოგერებს შორის გავრცელებულ ცნობებზე, მათ შორის დონბასელი სეპარატისტების ყოფილ ლიდერზე, იგორ სტრელკოვზე. 

სტრელკოვი თავის ბლოგებში ღიად საუბრობს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ვერცერთი მნიშვნელოვანი დასახლების დაკავება. სტრელკოვის თქმით, მოსალოდნელია, რომ ზაფხულში დონბასის "გათავისუფლება ვერ მოხერხდება", ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ შეინარჩუნებენ პოზიციებს დონეცკის შემოგარენში. 

დოკუმენტში ასევე, საუბარია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ დასმული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი უკრაინელი კოლაბორაციონისტების კონფლიქტზე. 

ასე მაგალითად ზაპოროჟიის ერთ-ერთ ოლქში ცნობილმა კოლაბორაციონისტმა განაცხადა, რომ რუსეთის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომდგენელმა მას 10 ათასი რუბლი მოჰპარა და თანხის დაბრუნება მოითხოვა. 

დოკუმენტში მოყვანილი ძირითადი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • უკრაინის ძალებმა ხარკოვთან რუსეთის სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს; 

  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააგრძელეს წარუმატებელი შეტევები დონეცკსა და ლუჰანკსში, ვერანაირ ტერიტორიულ წინსვლას მათ ვერ მიაღწიეს; 

  • რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ აძლიერებენ პოზიციებს ზაპოროჟიის ოკუპირებულ ნაწილში;

 

 

მსგავსი სიახლეები