ISW: ხერსონში უკრაინის კონტრიერიშის წარმატებით დასრულებას დრო დასჭირდება
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტების მომარაგების ხაზების განადგურებას ხერსონის ოლქში, თუმცა კონტიერიშის წარმატებით დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, უკრაინამ 29 აგვისტოს დაიწყო ოკუპანტების მიერ მდინარე დნეპრზე გადებული პონტონური გადასასვლელების და ბორნების დაბომბვა. ამ ძალისხმევის ცალკეული ეფექტი უფრო მცირე იყოს, ვიდრე ხიდებისა და მაგისტრალების დაბომბვის, თუმცა ეს ჯდება კოორდინირებული სახმელეთო კონტრიერიშის ფარგლებში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტიერიშამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს რუსეთის მომარაგების ხაზების განადგურება, რაც მიანიშნებს მათ გრძელვადიან მიზნებზე, რომელიც საარტილერიო შეტევებთან ერთად სახმელეთო იერიშებსაც მოიცავს.
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მომარაგების ხაზებზე მიტანილმა იერიშებმა მნიშნველოვნად დაასუსტა ოკუპანტების შესაძლებლობა მოამარაგონ და მოახდინონ როტაცია ხერსონში მყოფ სამხედრო ნაწილებში. სატელიტური ფოტოებზე ჩანს, რომ ოკუპანტები მომარაგებას ძირითადად საბორნო გადაზიდვებით ახერხებენ.
"ხერსონში უკრაინის მიერ წამოწყებული კონტრიერიში კომპლექსური და შემჭიდროვებული პროცესია, ამრიგად მისი წარმატებით დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება",- ნათქვამია ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
ამასთანავე ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, კრემლი უკრაინის მიერ მყისიერი გამარჯვების ვერ მიღწევას კრემლი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მიზნებით, უკრაინელების დემორალიზაციისთვის გამოიყენებს.