ISW-მა განმარტა, რატომ დაიწყო რუსეთმა მოულოდნელად წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები

რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნები დაიწყო, რათა თავისი საზღვაო ძალა პეკინს ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მოსკოვში ვიზიტამდე აჩვენოს. ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა 14 აპრილს განაცხადეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 14 აპრილს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის წყნარი ოკეანის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხზე გადაიყვანეს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის ფლოტის ქვედანაყოფები საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებენ.

"წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმება სავარაუდოდ მიზნად ისახავს ჩინეთისთვის სიგნალის გაგზავნას, რომ რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის უსაფრთხოების მიზნებს წყნარ ოკეანეში და რუსეთი რჩება თანაბარი სამხედრო პარტნიორად, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც წყნარი ოკეანის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს უკრაინაში." - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ კრემლი აპირებს წყნარი ოკეანის ფლოტის გამოყენებას, რათა G7-ის შეხვედრის წინ, შეზღუდოს იაპონიის შემდგომი მხარდაჭერა უკრაინისადმი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთის ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებები მიზნად ისახავს მეთოდების შემუშავებას, რათა თავიდან აიცილონ მტრის ძალების განთავსება ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილში და მოიგერიონ დესანტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე და სახალინზე.

"ეს არის სიგნალი იაპონიისთვის, რომელიც აცხადებს, რომ არქიპელაგის ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო", - ხაზს უსვამს ინსტიტუტი.

მსგავსი სიახლეები