ISW: რუსეთის იერიში კულმინაციის ფაზაშია, უკრაინას შეუძლია ინიციატივა დაიბრუნოს
რუსეთის იერიშის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირებში მკვეთრად დაეცა - ეს შესაძლოა რუსეთის მიერ დაანონსებული დიდი იერიშის დასასრულზე მიუთითებდეს.
გუშინ რუსეთის შეტევაზე ისაუბრა ЗСУ-ს აღმოსავლეთ მიმართულების სპიკერპმა სერჰი ჩერევატიმ - მისი თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო დიდი იერიშისთვის საჭირო ძალების შეკრება, ხოლო მიმდინარე ოპერაციას დიდ სტრატეგიულ ოპერაციას ვერ ვუწოდებთ.
ჩერევატის თქმით, ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ბახმუტის ტაქტიკურ ალყაში მოქცევაც და მათ არ აქვთ რაიმე არსებითი წარმატება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც.
"ამგვარად რუსეთის იერიში კულმინაციას უახლოვდება",- წერს ომის კვლევის ინსტიტუტი ყოველდღიურ მიმოხილვაში.
სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ თუ 300 ათასი რეზერვისტის მობილიზებამ ვერ უზრუნველჰყო რუსეთისთვის გადამწყვეტი უპირატესობა, მოსალოდნელია, რომ ვითარებას ვერ შეცვლის მობილიზაციის შემდგომი ტალღებიც.
"ამიტომ უკრიანას აქვს შანსი დაიბრუნოს ინიციატივა და დაიწყოს კონტრიერიში ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე",- წერენ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები.