რუსული არმია ბელარუსში საინფორმაციო ოპერაციაა და არა თავდასხმისთვის მზადება - ISW

2022 წლის ნოემბერში რუსული ძალების ბელარუსში გადაყვანა, სავარაუდოდ, რუსეთის ძალისხმევის ნაწილია, ჩაატაროს საინფორმაციო ოპერაცია უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ და ჩრდილოეთიდან უკრაინაში ხელახლა შეჭრისთვის მზადება. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს.

სატელიტური სურათები ნოემბრის შუა რიცხვებიდან მიუთითებს რუსული აღჭურვილობის ზრდაზე ბრესტის რეგიონში მდებარე პოლიგონზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ხელს უწყობს რუსეთის მიერ თავისი ძალების მომზადებას და არ არის ახალი შეჭრისთვის მზადება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რუსეთის ფედერაცია "ცალკეულ დანაყოფებს" ბელარუსიდან უკრაინულ რეგიონებში მას შემდეგ გადაიყვანს, რაც ქვედანაყოფები "საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან". ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ არ შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციის შეტევითი ჯგუფების ფორმირების ნიშნები უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონებთან.

ეს განცხადება ემთხვევა ISW-ის რამდენიმე შეფასებას, რომ რუს ოფიცრებს შორის საბრძოლო დანაკარგებმა და მობილიზაციასთან დაკავშირებულმა სტრესმა შეამცირა წვრთნების შესაძლებლობები რუსეთში, რაც, სავარაუდოდ, გაზრდის მის დამოკიდებულებას ბელარუსის სასწავლო შესაძლებლობებზე.

კრემლი ასევე ცდილობს რუსული ძალების ბელარუსში ყოფნის საინფორმაციო ოპერაციად გამოყენებას, რათა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის უკრაინელი ჯარისკაცი დარჩეს კიევის გარშემო და ამით თავიდან აიცილოს მათი გამოყენება ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში.

მსგავსი სიახლეები