ISW ვარაუდობს, რომ ტემპერატურის დაცემის გამო უკრაინაში ბრძოლები მალე გამწვავდება

სამხედრო ოპერაციები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბოლო დღეებში წვიმების გამო შენელდა, მაგრამ უახლოეს კვირებში ნიადაგის გაციებისა და გაყინვის გამო მათი ტემპი შესაძლოა გაიზარდოს, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 26 ნოემბრის რეზიუმეში.

ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული და რუსული მხარეების ცნობები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ფრონტის კრიტიკული სექტორებიდან, მათ შორის სვატოვო, ბახმუტი და ვუგლედარი, მიუთითებს, რომ ოპერაციებს ორივე მხარეს აფერხებს ძლიერი წვიმა და, შედეგად, ძლიერი ტალახი.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, მომავალ კვირას უკრაინაში ტემპერატურა დაიკლებს, მიწა ოდნავ გაიყინება და ორივე მხარის მობილურობა გაიზრდება. უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტემპერატურა, მაგალითად, სვატოვო - კრემენნაიას ხაზის გასწვრივ, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით თითქმის ნულამდე ან დაბლა დაეცემა. მიწას გასამაგრებლად ტემპერატურის რამდენიმე დღე ნულამდე დაცემა სჭირდება.

ამჟამად დონეცკის რეგიონში, ბახმუტის დამცველი უკრაინელი სამხედროების სანგრები წყლით და ტალახით არის სავსე. 

მსგავსი სიახლეები