იტალიამ რუსებსა და ბელორუსებს "ოქროს ვიზები" გააუქმა

იტალიის მთავრობამ 2023 წლის ივლისში შეაჩერა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეების მონაწილეობა Investor Visa for Italy-ს პროგრამაში. გადაწყვეტილება მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციიდან ერთი წლის დაგვიანებით მიიღო. 

ამ ინფორმაციას ყოველთვიური გამოცემა Altreconomia ავრცელებს.

იტალიის ხელისუფლებამ "ოქროს ვიზების" გაუქმება პროგრამის ვებ-გვერდზე გამოაცხადა. ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება 2023 წლის 14 ივლისს, ევროკომისიის 2022 წლის 28 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

Altreconomia-ს მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამ პერიოდში Investor Visa for Italy-ს პროგრამით რუსეთის სულ მცირე 36-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც 32-მა ვიზა ორი წლის ვადით მიიღო.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში, იტალიური პროგრამის "ოქროს ვიზების" ფარგლებში მიღებული ინვესტიციების მოცულობამ, ამ პროგრამის შექმნიდან მაქსიმუმს მიაღწია - 32.3 მილიონი ევრო.

ბოლო წლებში ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა გააუქმონ ბინადრობის ნებართვის გაცემის ასეთი ინსტრუმენტები და განიხილონ ისინი უცხოელების ფინანსური ტრანზაქციების ლეგალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად.

მსგავსი სიახლეები