ივანკა ტრამპმა უკრაინაში საკვების მილიონი ულუფა გაგზავნა
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი საკუთარ ინსტაგრამზე წერს, რომ ბოლო დღეებში მან უკრაინაში საკვების მილიონი ულუფა გაგზავნა.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ 1 მილიონი ულიფა გავაგზავნეთ უკრაინელებისთვის კიევში, ლვოვში და სუმში. მადლობა პასტორებს, რაბინებს და სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად საკვების იმ ადამიანებამდე მიტანას ახერხებენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. იმედია ეს ულუფები მცირე კომფორტს მაინც მოუტანს იმ ადამიანებს, ვინც რუსეთის უსამართლო ინტერვენციის გამო იტანჯებიან თავიანთ ქვეყანაში." - წერს ტრამპი.
"უკრაინელ ხალხს - თქვენ ჩვენს გულებში ხართ, თქვენ ჩვენს ლოცვებში გიხსენიებთ და თქვენი სიმამაცე სისასტიკის და სირთულეების პირისპირ ჩვენთვის შთაგონებაა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ გმირულ ბრძოლაში საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად." - განაცხადა დონალდ ტრამპის შვილმა.