ჯავშანტექნიკის ახალი პაკეტი და ნატოს კურსის მხარდაჭერა - ზელენსკი პარიზში

უახლოეს კვირებში საფრანგეთი უკრაინას AMX-10-RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს. 

ამის შესახებ საფრანგეთის და უკრაინის ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამი, რომელსაც ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხელი პარიზში მოაწერეს. 

"სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთი უკრაინას ომის დაწყებიდან უწევს კვლავ გაგრძელდება, რადგანაც იგეგმება ახალი სამხედრო კატების გადაცემა. ამ პაკეტის შედგენა ხდება იმ ვითარებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გააძლიერებას. უახლოეს კვირებში საფრანგეთი, გაწვრთნის და შეიარაღებს რამდენიმე ბატალიონს ჯავშანტექნიკით, მათ შორის AMX-10-RC მსუბუქი ტანკებით",- ნათქვამია დეკლარაციაში. 

გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი აქცენტს გააკეთებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე. 

გარდა ამისა, საერთო დეკლარაციაში საუბარი უკრაინის და ნატოს თანამშრომლობის გაფართოების მხარდაჭერაზე. "ნატოს ფარგლებში საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მყისიერ მხარდაჭერას. ამავდროულად საფრანგეთი მხარს უჭერს ნატო-უკრაინის კომისიას. საფრანგეთი მხარს უჭერს ამ პაკეტის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის გაფართოებას, რათა ხელი შეუწყოს უკრაინას გაიაროს გზა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობამდე, ბუქარესტის მემორანდუმის შესაბამისად."

კონტექსტი 

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეში იმყოფება - უკრაინელი პრეზიდენტის ტურნე იტალიაში დაიწყო და გერმანიიით გაგრძელდა, სადაც ევროპის გაერთიანებისთვის უკრაინელ ხალხს კარლ დიდის პრემია გადაეცა. 

ზელენსკის ვიზიტის ფონზე გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერის ყველაზე მასშტაბური პაკეტის შესახებ გამოაცხადა - 2.7 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტში შედის IRIS T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, Leopard-ის ტიპის ტანკები, Marder-ის ტიპის მობილური თავდაცვის სისტემები და საარტილერიო ჭურვები. 

ამ წუთებში ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფება - უკვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი ზაფხულიდან F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას დაიწყებს. გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თვეებში ლონდონი კიევს 200 კილომეტრზე მოქმედ ასობით მოიერიშე დრონს გადასცემს. 

ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი დასავლური სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები გადასცა. 

უფრო მეტი Storm Shadow-ს რაკეტების შესახებ წაიკითხეთ აქ

მსგავსი სიახლეები