ჯიპებზე პარკირების გადასახადის გასამმაგებას პარიზის მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს

4 თებერვალს, პარიზის მაცხოვრებლებმა კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ქალაქის მერის, ან იდალგოს წინადადებას - ე.წ "ჯიპებზე" პარკირების გადასახადის 3-ჯერ გაზრდას მხარი დაუჭირეს.

ქალაქის მერიის ინფორმაცით, მაცხოვრებლების 55%-მა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ SUV-ის ტიპის ავტომობილების პარკირებაზე გადასახადი მკვეთრად გაიზარდოს.

ცვლილების შემდეგ, ქალაქის ცენტრში ჯიპის გაჩერება საათში 18 ევრო ეღირება, ხოლო შემოგარენში ეს თანხა 12 ევროს შეადგენს.

ცვლილება არ შეეხებათ შეზღუდული შესაძებლობის მქონე ადამიანებს, ჯანდაცვის მუშაკებს, ტაქსის მძღოლებსა, მოვაჭრეებს, პარიზის მაცხოვრებლებს ან დასაქმებულებს.

კონტექსტი 

პარიზის სოციალისტი მერი - ან იდალგო ჰყავს, რომელიც აქტიურად ცდილობს ქუჩების ხელახალ დაგეგმარებას. ამ პოლიტიკის პირობებში, მისი ამოსავალი წერტილია მანქანებზე ნაკლები დამოკიდებულება, ხოლო, სანაცვლოდ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ალტერნატიული ტრანსპორტის მომხარებლებისთვის მეტი გზის დათმობა. 

იდალგო ხშირად საუბრობს გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც პარიზის ურბანული გარდაქმნის გეგმაში, ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლადაც, გარემოს დაცვაზე ზრუნვა დასახელდა. უფრო კონკრეტულად - საუბარია იმაზე, რომ დიდი ზომის მანქანები, დაახლოებით 15%-ით მეტ საწვავს მოიხმარენ. 

მხარდაჭერის პარალელურად, ან იდალგოს გადაწყვიტელებებს ბევრი კრიტიკოსიც ყავს. მაგალითად, ჯიპებისთვის პარკირების გაზრდის საკითხზე, მისი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ თანამედრო SUV-ის ტიპის ავტომანქანები აღარ წვავენ უფრო მეტ საწვავს და ისეთივე ზემოქმედებას ახდენენ ეკოლოგიაზე, როგორც სხვა კლასიფიკაციის მანქანები. 

არსებული გათვლებით, პარკირების გაზრდილი საფასური, პარიზში არსებული მანქანების 10%-ს შეეხება, რის შედეგადაც, საორიენტაციოდ, დამატებით 35 მილიონი ევროს ამოღება მოხდება. 

მსგავსი სიახლეები