თავდასხმა პარიზში: შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა
საფრანგეთის დედაქალაქში სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაიჭრა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა, ქუჩაში ცეცხლი გახსნა.
შემთხვევა მეათე რაიონში, ქურთული საზოგადოების ცენტრთან მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო თავდასხმის მიზეზი, რადგანაც დამნაშავის მოტივაცია უცნობია.
აქვე ხაზგასასმელია, რომ გამოძიების ფარგლებში, ქმედებას, ამ დრომდე არ მინიჭებია ტერორიზმის ქვალიფიკაცია.
პარიზის პროკურორის, ლორ ბექიუს განცხადებით, დამნაშავე წარსულშიც იყო შემჩნეული, კრიმინალურ ქმედებებში.