ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი Nord Stream 2-ის საკითხზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ

ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა კვლავ ვერ მიაღწიეს თანხმობას რუსულ გაზსადენ Nord Stream 2-ზე. ბოლო წლების განმავლობაში რუსული გაზსადენი აშშ-სა და გერმანიას შორის ყველაზე მწვავე წინააღმდეგობის საგნად იქცა. 

რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას აშშ ეწინააღმდეგება, ამ საკითხზე ქვეყანაში მყარი ორპარტიული კონსენსუსი არსებობს. მიუხედავად ამისა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაზსადენისთვის დაწესებული ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით მოხსნა. 

სანქციების გაუქმების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენს ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკურ პროექტად მოიხსენიებს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტი საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას. 

მოსალოდნელია, რომ მხარეები საკითხს განხილვას მიმდინარე წლის აგვისტოში დაუბრუნდებიან. ამ დროისთვის ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა უნდა წარუდგინოს. მოსალოდნელია, რომ აშშ შეეცდება დამატებითი მექანიზმების ამუშავებაზე, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს შეამცირებს. 

 

მსგავსი სიახლეები