ჯო ბაიდენი: პუტინს ეგონა, ვერ გავუძლებდით, მაგრამ მწარედ შეცდა

აშშ-ს პრეზიდენტმა კიევში მოულოდნელად ჩასვლის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.

ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვიზიტი აშშ-ს უკრაინისადმი "უპირობო" მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.

"როცა პუტინი თითქმის ერთი წლის წინ [უკრაინაში] შემოიჭრა, ეგონა, უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი - დანაწევრებული. ეგონა, ვერ გავუძლებდით. მაგრამ მწარედ შეცდა," - თქვა კიევში ჩასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მან ასევე გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა დააანონსა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ გამოაცხადებს დამატებით სანქციებს იმ რუსული "ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, გვერდი აუარონ სანქციებს ან შეავსონ რუსეთის სამხედრო მანქანა."

 

 

მსგავსი სიახლეები