ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ ტიხანოვსკაია საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს.
"მადლობა ამერიკის პრეზიდენტს მილიონობით უშიშარი ბელარუსის მიმართ სოლიდარობის ძლიერი ჟესტისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. დღეს ბელარუსი დემოკრატიის და ავტოკრატიის ბრძოლის წინა ხაზზეა. მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას. ბელარუსი წარმატების მაგალითი იქნება."
სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრიდა კენჭს. ოფიციალური მონაცემებით მან ხმების 10.12% მიიღო, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს. ოპოზიციის ლიდერი არჩევნების შემდეგ ემიგრაციაშია.