ჯონ ბერკოუმ ლეიბორისტული პარტიის ყრილობას მიმართა

ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ყოფილი წევრი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჯონ ბერკოუ ლეიბორისტულ პარტიას შეუერთდა და პარტიის ყოველწლიურ ყრილობას მიმართა.

ბერკოუმ მსმენელებს "ამხანაგებო" დაუძახა, რამაც აუდიტორიაში გაკვირვება და სიცილი გამოიწვია.

ასევე, მან ლეიბორისტული პარტიის წევრებს სთხოვა მისთვის ეპატიებინათ კონსერვატორული წარსული.

Guardian-ის ჟურნალისტ ჯონათან ფრიდლანდთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის  ყრილობა ბევრად მეგობრულია, ვიდრე კონსერვატორული.

ბერკოუ ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი 1997 წელს, კონსერვატორების სახელით გახდა. 2009 წლის ივნისში კი ის პარლამენტის სპიკერი გახდა. ამ პოზიციაზე მან 10 წლის განმავლობაში იმუშავა, კონსერვატორები კი მან ბრექსიტის საწინააღმდეგო პოზიციების გამო დატოვა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები