ჯონსონი: მჯერა, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ამისთვის არასწორი დროა
ბორის ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას გამოეთიშა - ჯონსონისთვის თქმით, ამისთვის არასწორი დროა.
"ვფიქრობ ბევრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ვშიშობ, რომ ამისთვის არასწორი დროა",- ნათქვამია განცხადებაში.
ჯონსონის თქმით, მას უკვე ჰქონდა საკმარისი დეპუტატების მხარდაჭერა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ "ქვეყნის ეფექტურად მართვა შეუძლებელია, ერთიანი საპარლამენტო პარტიის გარეშე".
ბორის ჯონსონის თქმით, ის დღის განმავლობაში ესაუბრა პრემიერობის ორივე კანდიდატს - რიში სუნაკსა და პენი მორდანს. "ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო ეროვნული ინტერესების საკითხებში გავერთიანებულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივაღწიეთ თანხმობას".
კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერის თქმით, შექმნილ ვითარებაში კენჭისყრისგან თავშეკავება და გამარჯვებულის მხარდაჭერა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ამავდროულად ბორის ჯონსონი მის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს - "ვფიქრობ, რომ მე მაქვს ყველა შანსი, რომ პარტიას 2024 წლის გენერალურ არჩევნებზე გამარჯვება მოვუტანო".
კონტექსტი
ჯონსონმა შიდა პარტიული კამპანიის დასაწყებად კარიბის აუზში შვებულება შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ჯონსონი აქტიურად ცდილობდა საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერების მოპოვებას დეპუტატებში.
სხვადასხვა სანდო წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ჯონსონს უკვე ჰქონდა რბოლაში შესასვლელად აუცილებელი 100 დეპუტატის მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ჯონსონს მისი კენჭისყრის გეგმის შესახებ არაფერი უთქვამს.
100 დეპუტატის მხარდაჭერა სწრაფად მოიპოვა ბორის ჯონსონის ყოფილმა ფინანსთან მინისტრმა და მისმა მთავარმა კონკურენტმა, რიში სუნაკმა.
სწორედ სუნაკის წასვლა გახდა ბორის ჯონსონის პრემიერობის დასასრულის კატალიზატორი. ჯონსონის წასვლის შემდეგ, სუნაკი პრემიერობისთვის რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა არჩევნებში ლიზ ტრასთან მცირე სხვაობით დამარცხდა.
თუკი გაინტერსებთ კრიზისი, რაც საფუძვლად დადო ლიზ თრასის გადადგომას, მაშინ შეგიძლიათ, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო იხილოთ