ჯონსონი: ЗСУ-ს უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენოს ჩვენი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე

მაიკ ჯონსონის თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული შეიარაღება ისე როგორც თავად მიიჩნევენ საჭიროდ. 

ამის შესახებ კონგრესის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

უკვე მრავალი თვეა უკრაინული ხელისუფლება ბაიდენის ადმინისტრაციას თხოვს ნებართვას ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. 

საკითხის კომენტირებისას ჯონსონმა განაცხადა - "ვფიქრობ უკრაინას უნდა მივცეთ უფლება ისე აწარმოოს ომი როგორც საჭიროდ მიიჩნევს. უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა განახორციელონ საპასუხო დარტყმები. ის, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიკრომენეჯმენტს ვდილობთ არ არის მართებული."

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა საგანგებო წერილით მიმართეს აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, რომელშიც მოუწოდებდნენ მას გაეძლირონ უკრაინის მხარდაჭერა და მისცენ უფლება ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ. 

Reuters-ისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, რათა არმიას ჰქონდეს უფლება ამ ქვეყნების მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენონ. 

მსგავსი სიახლეები