ჯილ ბაიდენი: აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ყოვლისმომცველი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას ყველა სფეროში, ეს იქნება ყოვლისმომცველი. ამის შესახებ 23 ივლისს აშშ-ს პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა კიევში პირველი ლედებისა და პრეზიდენტების მეორე სამიტის მონაწილეებს ვიდეომიმართვით განუცხადა.

"ამ კვირაში მქონდა პატივი თეთრ სახლში მომეწვია ოლენა ზელენსკაია. ის მესაუბრა რთულ გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის აღდგენის უზარმაზარ საჭიროებებზე. მე დავრწმუნდი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნება ყოვლისმომცველი. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ ყველა სფეროში: სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და იმ სფეროებში, რომლებიც ეხება ადამიანების უფლებებს", - თქვა ჯილ ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხზე იქნება ორიენტირებული.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ ომის რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს მოიცავს პირველადი ჯანდაცვის, საკვების, სუფთა წყლისა და სხვა საჭიროებებზე გადარჩენილებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას", - თქვა ამერიკის პირველმა ლედიმ.

მსგავსი სიახლეები