ქუვეითში ემირის “შეურაცხყოფისთვის” პოეტი დააპატიმრეს
ქუვეითის პოლიციამ ტვიტერზე ემირის “შეურაცხყოფისთვის” პოეტი და ბიზნესმენი ჯამალ ალ-საიერი დააკავა. ამის შესახებ მისი ოჯახი იუწყება.
მათი თქმით, ალ-საიერის დასაკავებლად პოეტის სახლთან 3 პოლიციის მანქანა მოვიდა.
მას ბრალად ედება “ემირის შეურაცხყოფა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს იმიჯს.”
საიერმა ტვიტი 28 ივნისს დაწერა.
“თქვენო უმაღლესობავ (ემირი) და თქვენი უმაღლესობა პრინცო, სიტუაცია აუტანელი გახდა. თქვენ უფლება მიეცით ხელისუფლებას დაარღვიონ კონსტიტუცია, შეეწინააღმდეგონ პარლამენტს და ხალხის ნება,” - ნათქვამია მის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში.
პოლიციის ქმედებები მკაცრად დაგმო რამდენიმე დეპუტატმა.