ქუვეითმა "გიგანტური" ნავთობის საბადო აღმოაჩინა
ქუვეითის ნავთობის კორპორაციამ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში, ქუვეითის კუნძულ ფაილაკას აღმოსავლეთით აღმოაჩინა "გიგანტური" ნავთობის საბადო ალ ნოჰატა.
კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შეიხ ნავაფ საუდ ალ-საბაჰმა 14 ივლისს განაცხადა, რომ აღნიშნული საბადოს რეზერვები ქვეყნის მთლიანი წარმოების სამი წლის ღირებულების ექვივალენტია.
ალ-საბაჰის თქმით, წინასწარი შეფასებით, საბადოზე შეიძლება იყოს დაახლოებით 2.1 მილიარდი ბარელი ნავთობი და 5.1 ტრილიონი კუბური ფუტი გაზი, რაც დაახლოებით 3.2 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტია.
ქუვეითს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი აქვს. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს იგი მსოფლიოში მეექვსე იყო ამ მაჩვენებლით და ქვეყნის ნავთობის მთლიანი მარაგი 100 მილიარდ ბარელზე მეტს შადგენდა, ანუ მსოფლიოს მთლიანი რაოდენობის 6.55%.