კადიროვმა პრიგოჟინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის Telegram-ზე განაცხადა, რომ ის რეალურად დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან.
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით," - დაწერა მან და აღნიშნა, რომ პრიგოჟინთან ერთად სხვადასხვა პრობლემები გადაჭრა.
"ევგენი ვიქტორის ძე თავისი ასაკისთვის ძალიან აქტიური იყო, ის ეროვნული მასშტაბით მნიშვნელოვანი პიროვნება იყო.
მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, უარი ეთქვა პირად ამბიციებზე უპირველესი ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გამო. სხვა ყველაფერი მოგვიანებით გადაწყდა. მაგრამ ასეთი იყო ის, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის აქ და ახლა მიღწევის სურვილით," - წერს კადიროვი თავის სოციალურ ქსელებში.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა პრიგოჟინის წვლილი უკრაინაში რუსეთის აგრესიაში და მის გარდაცვალებას რუსეთისთვის დანაკარგი უწოდა, ასევე სამძიმარი გამოუცხადა პრიგოჟინის ოჯახს და მეგობრებს.