კალინინგრადში რუსეთის საჰაერო ძალების CУ-30 ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა
კალინინგრადის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების CУ-30 ჩამოვარდა, ეკიპაჟი ადგილზე დაიღუპა.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. CУ-30 საბჭოთა/რუსული წარმოების 2-ადგილიანი, ბობმდამფშენია. ჩამოვარდნამდე გადაღებულ კადრებში ჩანს რომ ჩამოვარდნამდე თვითმფრინავი სწრაფად კარგავს სიმაღლეს.
ამ ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.
კონტექსტი
დაახლოებით 1 თვის წინ როსტოვის ოლქში საწვრთნელი ფრენის განხორციელებისას ჩამოვარდა CУ-25, პილოტი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ივლისის დასაწყისში კამჩატკის ნახევარკუნძულზე საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა CУ-31. კატასტროფის შედეგად ვერ მოხერხდა პილოტების ცხედრების პოვნა, ადგილზე მხოლოდ პარაშუტის ნაგლეჯები აღმოაჩინეს.