კანადა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს
კანადამ ბელორუსის წარმომადგენლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები წარადგინა. ამის მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის მხარდაჭერა სახელდება. ამ ინფორმაციას Reuters კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანადა სანქციებს დაუწესებს კიდევ 22 ბელარუს თანამდებობის პირს, ასევე 16 ბელარუსულ კომპანიას, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო წარმოებაში, ტექნოლოგიებში, საინჟინრო, საბანკო და სარკინიგზო ტრანსპორტირებაში.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ამ თანამდებობის პირებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში შეჭრაში მონაწილე რუსეთის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის განთავსებასა და ტრანსპორტირებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყანამ სანქციები დაუწესა 1500-ზე მეტ ადამიანს და ჯგუფს, მათ შორის ბელარუსიდან.