კანადის პარლამენტმა მთავრობას უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა
კანადის თემთა პალატამ (პარლამენტის ქვედა პალატა) ქვეყნის მთავრობას უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდა.
მოქალაქეობისა და იმიგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის (CIMM) შესაბამის ანგარიშს 175 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 154 - იყო.
კომიტეტის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნებულია თემთა პალატის ვებ-გვერდზე, გმობს "უკრაინაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელებულ გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა".
კომიტეტმა კანადის მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინელებს, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ და უზრუნველყოს მათი იმიგრაციის განაცხადების სასწრაფოდ დამუშავება.
გარდა ამისა, კომიტეტმა მთავრობას "უვიზო რეჟიმის შემოღება შესთავაზა უკრაინიდან კანადაში მოგზაურობისთვის, კერძოდ ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციის (eTA) სწრაფი გაცემის გზით“.