კანადაში ვაქცინაციის მოწინააღმდეგე 70 დემონსტრანტი დააკავეს

პარასკევს კანადის პოლიციამ 70 დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც "თავისუფლების კოლონის" საპროტესტო აქციების მონაწილეები არიან. აქციები სამი კვირის წინ დაიწყო, რომლის მონაწილეებიც სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან - ისინი სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებენ.

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კვირის დასაწყისში საგანგებო აქტი აამოქმედა, რომლის საფუძველზეც პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო და ორი სატვირთო ავტომობილი ძალის გამოიყენებით გაიყვანა. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი პროტესტის ფორმა ავტომობილებით გზების ჩაკეტვაა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას კანადის ჰიმნს მღეროდნენ.

"ბლოკადა და ოკუპაცია უკანონოა. ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენ ეკონომიკას და სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს. ისინი საზოგადოებისთვის საფრთხე არიან." - თქვა კანადის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას.

კანადის მოსახლეობის 82% სრულად არის აცრილი.

 

მსგავსი სიახლეები