კატარი უკრაინას რუსების მიერ გატაცებული ოთხი ბავშვის დაბრუნებაში დაეხმარა
კატარის შუამავლობით რუსეთმა უკრაინიდან დეპორტირებული ოთხი ბავშვის დააბრუნა. ამის შესახებ Washington Post 16 ოქტომბერს წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვების ასაკი 2-დან 17 წლამდე მერყეობს. ორი მათგანი უკვე შეხვდა ახლობლებს, კიდევ ორი სახლში უახლოეს დღეებში იქნება.
გაზეთის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. უკრაინელი ბავშვები სახლში სხვადასხვა მარშრუტით გაემგზავრნენ: ზოგი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის გავლით, ზოგიც ბელორუსის გავლით. ტრანსპორტირებაში ჩართული იყო დიპლომატიური კოლონა, მატარებლები და კატარის მიერ დაფინანსებული კერძო თვითმფრინავი.
კატარის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ლოლვაჰ ალ-ჰატერმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კატარის ოფიციალური პირები ჩართულნი არიან "უწყვეტ დიალოგში უკრაინელ და რუს კოლეგებთან."