ხარკივის ოლქში მაღაზიასა და კაფეზე სარაკეტო დარტყმისას 49 ადამიანი დაიღუპა

ხარკივის ოლქის სოფელ გროზაში სასურთო მაღაზიისა და კაფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 7. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 

"რუსეთს მსგავსი ტერორისტული შეტევები მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის - აქციოს ტერორი ნორმად დღევანდელ მსოფლიოში",-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ესპანეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს ესწრება. 

ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 13 საათსა და 25 წუთზე განხორციელდა, რა დროსაც კაფეში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. 

დაღუპულებს შორისაა 6 წლის ბავშვიც. 

 

მსგავსი სიახლეები