ხარკოვის მერი: ქალაქში 700-ზე მეტი შენობაა დანგრეული
17 მარტის მდგომარეობით ხარკოვში რუსული საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა 708 შენობა, საიდანაც 600 საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობა იყო. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა Украина 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტერეხოვმა აღნიშნა, რომ ქალაქის ისტორიულ ცენტრში განადგურდა შენობები, დაზიანდა ხელოვნების მუზეუმი და კოროლენკოს ბიბლიოთეკა.
"როდესაც ახლა ხარკოვში გაივლით, ხედავთ სრულიად განსხვავებულ ქალაქს. გული გწყდება. მაგრამ ახლა ემოციებს ვერ დანებდებით. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აღვადგენთ ქალაქს", - თქვა მან.
ტერეხოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვის მოსახლეობის უმრავლესობა რუსულად საუბრობს, "ისინი თავს ყოველთვის უკრაინელებად თვლიდნენ და მზად არიან ბოლომდე დაიცვან სახელმწიფოს დამოუკიდებლობა".
"ჩვენი რუსულენოვანი ხარკოვი ყოველთვის იდგა, დგას და დადგება უკრაინის დასაცავად", - თქვა მან.