ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად ოკუპანტებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

10 აპრილს ხარკოვის რეგიონში რუსების მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე დაწერა.

"რუსები ისევ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას. დღისით დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს პესოჩინის ბალაქლეას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ძლიერი დაბომბვა იყო ზოლოჩოვში, დერგაჩში. სამწუხაროდ, 11 მშვიდობიანი მოქალაქეე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც", - წერს ის.

სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ევაკუაცია მიმდინარეობს ლოზოვაიასა და ბარვენკოვოს დასახლებებიდან.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ხარკოვს, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იზიუმი  ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჩვენმა არმიამ იქ მიაღწია წარმატებას, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის ტანკების კოლონა და იკავებენ პოზიციებს, რაც ხელს უშლის რუსული ძალების გადამისამართებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში", - განმარტა სინეგუბოვმა.

მსგავსი სიახლეები