ხარკოვის რეგიონში რუსებმა თითქმის 800 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსეთის უკრაინაში ინტერნვეციის დაწყებიდან ოკუპანტი სამხედროების მსხვერპლი ხარკოვის რეგიონში 800-მდე ადამიანი გახდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Фокус-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ამ 800 გარდაცვლილიდან თითქმის 30 ბავშვია," - დააზუსტა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის დანგრევას, ქალაქ ხარკოვსა და მთელ რეგიონში 2.5 ათასზე მეტი საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა.

"თუ ვსაუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, მაშინ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია. ჩვენ ახლა მოვამზადეთ სრული ანგარიში პრეზიდენტის ოფისისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის თითოეულ სფეროში. როგორი განადგურებულია ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საგზაო ინფრასტრუქტურა... დაჯგუფებულია თითოეული მიმართულებით. და ეს არის მილიარდები, მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო აღდგენისთვის," - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები