ხარკოვთან უკრაინა წინ მიიწევს, მალე შესაძლოა რუსეთის საზღვარს მიაღწიოს - ISW

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხარკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით წინ მიიწევს და მალე, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო საზღვარსაც მიაღწევს - ეს შესაძლოა მოხდეს მომდევნო დღეებში ან კვირებში. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

მიმოხილვაში საუბარია, რომ უკრაინელი მებრძოლების წარმატებული კონტრშეტევების ფონზე რუსები იძულებულები არიან უკან დაიხიონ და ამ პროცესში სამი ხიდიც ააფეთქეს. ინსტიტუტის მკვლევარების აღიშნავენ, რომ ხიდებს სამხედროები მხოლოდ მაშინ აფეთქებენ, როდესაც დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს მომავალში საპირისპირო მიმართულებით ამ ხიდის გადაკვეთა აღარ მოუწევთ. 

აქედან გამომდინარე ექსპერტები ასკვნიან, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს მომავლში ვერ შეძლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისულფებული ხარკოვის შემოგარენზე შეტევის განხორციელებას. 

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელების კონტრშეტევის ძირითადი მიზანია მაქსიმალურად აწიონ საოკუპაციო ძალების არტილერია ბელგოროდამდე, რათა რუსეთის არტილერიისთვის მისაწვდომი აღარ იყოს ხარკოვი. 

ომის კვლევის ინსტიტუტის წინა დღეებში გამოქვეყნებულ კვლევებში ნათქვამი იყო, რომ ხარკოვში წარმატებული შეტევის შესაჩერებლად რუსებს ადგილზე სხვა მიმართულებებიდან დამატებითი ძალები უნდა გადმოესროლათ.

უკვე დღევანდელ მიმოხილვაში მკვლევარები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეტევა შესაძლოა დამატებითი ძალების გადმოსროლამაც ვერ შეაჩეროს. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კონტრშეტევა პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის საოკუპაციო ძალების საკომუნიკაციო ხაზებს იზიუმის მიმართულებით, თუმცა აჩვენებს უფრო მასშტაბური შეტევის ცალსახა პოტენციალს. 

გარდა ამისა, მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ სავარაუდოდ რუსები მალე გამოაცხადებენ ხერსონის სახალხო რესპუბლიკას. 

 

დოკუმენტში მოყვანილი მთავარი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ წარმატებით უკუაგდებენ რუსეთის შეტევებს ბარვინკოეს მიმართულებით და სავარაუდოა, რომ რუსები აღარ შეეცდებიან პირდაპირ სლავიანსკის მიმართულებით გარღვევას;
  • რუსეთის მტკიცებით მათ დაიკავეს პოპასნოე, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბრძოლები შემოგარენში კიდევ გაგრძელდება. პოპასნოედან უკან დახევა დაადასტურა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც;

  • მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების გაყვანის შესახებ ცნობებს ორივე მხარე ადასტურებს, მიუხედავად ამისა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აზოვსტალში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლები დანებდნენ;

მსგავსი სიახლეები