ხერსონის ოლქში, ოლეშკის მახლობლად, პარტიზანებმა რუსების საგუშაგო ააფეთქეს
პარტიზანული მოძრაობა "Атеш-ის" წევრებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, სოფელ ოლეშკთან დამპყრობლების საგუშაგო ააფეთქეს. ამის შესახებ "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი" წერს.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, "Атеш-ის" მოძრაობის პარტიზანებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. კერძოდ, ორშაბათს საღამოს, 23 აპრილს, ოლეშკის მახლობლად სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტთან საგუშაგო ააფეთქეს." - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიზანებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს. შედეგად ლიკვიდირებულია მორიგე "როსგვარდიელთა" რაზმი.
მარტის დასაწყისში პარტიზანებმა ააფეთქეს ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში აბრიკოსოვკასა და რადენსკის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა.