ხერსონის ოლქში პრორუსი სოფლის ადმინისტრაციის უფროსი მოკლეს

ხერსონის ოლქში, მანქანის აფეთქების შედეგად, სოფელ ლიუბიმოვკას საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი შტეპა მოკლეს. ამ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული სააგენტო TASS ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ კახოვკაში იმ ძეგლთან მოხდა, რომელსაც ადგილობრივები "ქურთუკიან გოგონას" უწოდებენ. მანქანა ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული. შტეპა დაიწვა, მძღოლი კი მასთან ერთად გარდაიცვალა.

ხერსონის რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ანდრეი შტეპა რეგიონში ცნობილი იყო მეტსახელად "შნირი", ყიდდა "სამაგონს" და ნარკოტიკებს.

რუსეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გარდაცვლილი "იყო ჭეშმარიტი პროფესიონალი თავის სფეროში და უშიშარი ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად ხელმძღვანელობდა ევაკუაციას და დარჩა მშობლიურ სოფელში, ასრულებდა თავის მოვალეობებს, სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად".

The Moscow Times წერს, რომ ჯამში ხერსონის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული 6 თანამდებობის პირი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები