ხერსონის რაიონში უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში რუსი დამპყრობლების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ 14 ივნისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა.
"ხერსონის რაიონში, ნიკოლაევკას მიდამოში, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემით მოწინააღმდეგის ერთი ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩამოგდებული ვერტმფრენის ტიპი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ დაუზუსტებიათ.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც ასრულებდნენ საცეცხლე მისიებს, მათ შორის სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით, "მოკლეს 16 რაშისტი და შეამცირეს მტრის ჯარი ერთი ტანკით, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორით და ავტომობილით".
14 ივნისის მონაცემებით, რუსეთის არმიამ უკრაინაში დაახლოებით 32.5 ათასი სამხედრო დაკარგა. განადგურებულია 213 თვითმფრინავი და 179 შვეულმფრენი.