ხერსონში და კახოვკაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქების - ხერსონისა და კახოვკის მოსახლეობა აქციებზე გამოვიდა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობელევსკიმ განაცხადა.

"ხერსონი დღეს: მიუხედავად ყველა რისკისა და მუქარისა, ხალხი აპროტესტებს. ისევ ცრემლსადენი გაზი, ისევ ძალადობა. ეს არის ყველაფერი, რისი მოტანაც ორკებს შეუძლიათ ჩვენს რეგიონში", - წერს ის.

ადგილობრივები კინოთეატრ "უკრაინის" წინ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სკანდირებდნენ: "ხერსონი უკრაინაა".

დამპყრობლები ხერსონის მაცხოვრებლების დაშლას ცრემლსადენი გაზის ბომბებითა და გამაფრთხილებელი ცეცხლით ცდილობდნენ.

მსგავსი სიახლეები