ხერსონში უკრაინელებმა რუსული Su-25 ჩამოაგდეს
7 ნოემბერს, დაახლოებით დილის 9:30 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ხერსონში რუსული Su-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
თვითმფრინავი "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის მეზენტეებმა ჩამოაგდეს.
"7 ნოემბერს, დაახლოებით 9.30 საათზე ხერსონის რაიონში, "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ხერსონის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ნაწილმა ჩამოაგდო რუსული Su-25. დიდება უკრაინას!" - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დაზვერვის მონაცემები, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს თვეებში ვერ დაიბრუნებს საჰაერო უპირატესობას. ბრიტანელების აზრით, რუსეთის მიერ დაკარგული თვითმფრინავების რაოდენობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აღემატება ახლების წარმოების შესაძლებლობებს.